გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს პირველად შეაღებენ სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის კარს.
დღეს პირველკლასელებისთვის და პირველკურსელებისთვის საინტერესო და ემოციით სავსე ახალი ეტაპი იწყება.
დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნით არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ!
გოგი აბუაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი