მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მოადგილე გოგა თალაშვილთან ერთად, მცხეთის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი, წარმატებული და მშვიდობიანი სასწავლო წელი უსურვეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას ასევე მიულოცა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. ოლივიე კურტომ მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე ასევე იმყოფებოდნენ წეროვნის საბავშვო ბაღში, სადაც სააღმზრდელო გარემოს გაეცნენ და აღსაზრდელებს ნაყოფიერი და მხიარული წელი უსურვეს.
,,გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა პირველკლასელებს მივულოცო ახალ სამყაროში შებრძანება. წარმატებებით სავსე წელი ყოფილიყოს ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის. განათლება არის პრიორიტეტული სფერო, რომლის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი მუნიციპალიტეტი.
ამიტომ ავამოქმედეთ სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავცემთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლის პროცესში უმაღლესი შეფასება და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. სტიპენდიას ორივე სემესტრში გადავცემთ ერთჯერადად.” - განაცხადა გოგი აბუაშვილმა.