მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი, მხარის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები , ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრენ.
ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე საქართველოს საპატიო ენერგეტიკოსის წოდებით 16 ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.