
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.შეხვედრის მონაწილეებმა სკოლაში შექმნილ ვითარებაზე, სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებასა და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.აღინიშნა, რომ სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტული სკოლების ნუსხაში განისაზღვრა. სწორედ ამის შემდგომ გახდა აუცილებელი სკოლის შენობის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ექსპერტიზის ჩატარება.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა ოფიციალური შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული.შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.