
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ,,ქეთევანობა - მუხრანობის“ დღესასწაული აღინიშნა.დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მუხრანის დეპუტატმა, გელა ბაქრაძემ და მცხეთის მერის წარმომადგენელმა მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურა მიქელაძემ.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ჯონი ბერუაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები მუხრანში, ქეთევან დედოფლის სახელობის ცენტრალურ სკვერში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საბავშვო გასართობი და სპორტული აქტივობები, ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მცხეთის ბენდი „The Light Room“ და ქართული ესტრადის მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე.დღესასწაული გიორგი შოშიტაშვილისა და „ქსოვრელების“ გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.საღამოს უძღვებოდა მუსიკოსი, ფოლკლორისტი და ხელოვნებათმცოდნე გია ბაღაშვილი.