
მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ შონებეკში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა შონებეკის მერთან, ბერტ ქნობლაუხთან.მხარეებმა ისაუბრეს მცხეთასა და შონებეკს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სპორტის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით.მცხეთის დელეგაცია ასევე შეხვდა შონებეკის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს.შეხვედრის მიზანს ქალაქის ტურიზმისა და მარკეტინგის მიმართულებით გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.შონებეკის ქალაქთა პარტნიორობის ასოციაციის განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ორივე ქალაქსა და მათ მოსახლეობას კიდევ უფრო აახლოებს.