მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვის ინფრასტრუქტურული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, სოფლის ორ ლოკაციაზე, ხევთაშუა და წითლობის უბნებში, დასრულდა 3.6 კილომეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სრული სახელშეკრულებო ღირებულება 1 226 000 ლარს აღემატება. 

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ძეგვში ასევე გაეცნენ ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების განხილვის მიზნით, თვითმმართველობამ ადგილზე შეხვედრა გამართა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან.

სოფელ ძეგვში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვახაძემ, ასევე კონტრაქტორი მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018