მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები.
ხაზი გაესვა მოსახლეობის საჭიროებებს, მოქალაქეთა პრობლემებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე პროექტების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას.
გივი გიუტაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და დასახული ამოცანების დროულად შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა და სამსახურის ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული სამსახური მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული კონკრეტულ საქმეზე, შედეგსა და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე. საჭიროა მეტი მუშაობა, მეტი კოორდინაცია და თითოეულ საკითხზე დროული რეაგირება.
წინ ბევრი სამუშაოა და თითოეულ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აუცილებელია, დასახული ამოცანები შესრულდეს სრული პასუხისმგებლობით, ოპერატიულად და კონკრეტული შედეგებით.
მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს," - განაცხადა გივი გიუტაშვილმა.