მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალაქის დასუფთავება

მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

მიმდინარეობს ქუჩების, სკვერების, პარკებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება, გამხმარი და დაზიანებული ტოტების მოცილება, ასევე განაპირა ტერიტორიებზე ჯაგნარის გაკაფვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში სუფთა და მოწესრიგებული გარემო იყოს. თუმცა, ამისთვის მხოლოდ მუნიციპალური სამსახურების მუშაობა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ჩართულობა. გთხოვთ, ნუ დავაბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოვათავსოთ“ - გივი გიუტაშვილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეამჩნევთ დასუფთავების მხრივ პრობლემურ ადგილს, მოგვწერეთ შეტყობინებაში და მოგვაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული ადგილის შესახებ. 

თქვენი შეტყობინებები დაგვეხმარება პრობლემურ ადგილებზე მყისიერი რეაგირების მოსახდენად.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018