მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა მცხეთობის სადღესასწაულო ღონისძიების საორგანიზაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაგეგმილი აქტივობები, მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
გივი გიუტაშვილმა კომისიის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა და სამუშაოების დროულად, კოორდინირებულად და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მცხეთობა ჩვენი ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღესასწაულია. ღონისძიების თითოეული მიმართულება სათანადოდ უნდა იყოს დაგეგმილი და მომზადებული, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ყველა დეტალს და დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.
ჩვენი მიზანია, მცხეთობის სადღესასწაულო ღონისძიება იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო და ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი. ამასთან, მნიშვნელოვანია წარმოვაჩინოთ მცხეთის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალი,“ - განაცხადა გივი გიუტაშვილმა