მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ერისთავობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად წეროვანში ერისთავობის დღესასწაულს დაესწრო. 

ერისთავობის დღესასწაული წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით აღინიშნა.

გივი გიუტაშვილის განცხადებით, ერისთავობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული. 

"მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების, მომავალი თაობებისთვის გაცნობისა და გადაცემისთვის. მადლობა ახალგორის მუნიციპალიტეტს ღონისძიების ორგანიზებისთვის და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც თავისი ჩართულობით ერისთავობის ტრადიციის გაგრძელებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა გივი გიუტაშვილმა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018