მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც გივი გიუტაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მოქალაქეთა მიერ დასმულ თითოეულ საკითხზე დროული, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული რეაგირება უნდა წარმოადგენდეს.

„თითოეული მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საკითხზე სწრაფი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული რეაგირების მიზნით, გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები ყოველ ორშაბათს გაიმართება. კვირიდან კვირამდე შევაფასებთ შესრულებულ სამუშაოს, გამოვყოფთ პრობლემურ საკითხებს და კონკრეტულ ნაბიჯებს დავსახავთ მათი დროული გადაწყვეტისთვის.

მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მუშაობა იწყება პასუხისმგებლობით, გუნდური მუშაობით და მოქალაქეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებით,” - განაცხადა გივი გიუტაშვილმა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018