მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წყლის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2 500 000 ლარზე მეტი.

სოფელ არაშენდაში მიმდინარეობს სატუმბი სადგურის მშენებლობა და რეზერვუარის შეფუთვითი სამუშაოები. პროექტის მშენებლობისთვის გამოყოფილი სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 359 000 ლარს.

წყალმომარაგების გამართულად ფუნქციონირების მიზნით, სოფელ ახალუბანში მოეწყობა 2 ჭაბურღილი და სოფელ მისაქციელის 1000-ტონიანი რეზერვუარის საშუალებით სასმელი წყალი მიეწოდება ახალუბნისა და მისაქციელის მოსახლეობას. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 409 695 ლარია.

სოფელ ნავაზში მოეწყო ჭაბურღილი და რეზერვუარი. ამჟამად მიმდინარეობს დამაკავშირებელი მილების ტრანშეაში ჩაწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 402 000 ლარამდე შეადგენს.

წყლის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ ნიჩბისში დაგეგმილია არსებული რკინაბეტონის რეზერვუარის რეაბილიტაცია, სოფელ ბიწმენდსა და ერედაში  - წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ერედაში ჭაბურღილის მოწყობა. 

აღნიშნულ სოფლებში სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018