მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, რეგიონში საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, საჭიროებები და განსახორციელებელი სამუშაოები. 

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციაზე, ასევე არსებული საჭიროებების საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებების მიღების საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018