მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა

„მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.13 ოქტომბერს, 08:00  საათიდან, მცხეთაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მამულაშვილისა და ანტიოქიის ქუჩებზე. ავტოტრანსპორტით გადაადგილება და დაპარკინგება შესაძლებელი იქნება თეატრონის ტერიტორიაზე.14 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა შეიზღუდება  მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო სხვა სახის ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს.14 ოქტომბერს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის 00:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება.მცხეთაში ავტოტრანსპოტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვის გარეშე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018