მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს კვირის განმავლობაში სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოები და ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილი პროექტები. ასევე იმსჯელეს საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო თემებზე და საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას საჭიროებს.
შეხვედრაზე გივი გიუტაშვილმა მადლობა გადაუხადა მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ორგანიზატორებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, გაწეული შრომისა და კოორდინირებული მუშაობისთვის. ასევე, აღნიშნა, რომ მერიის სამსახურები მუშაობას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ.
,,მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა სფეროში ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა იგრძნონ. მერიის თითოეული სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მუშაობა კიდევ უფრო მეტად აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება”.- განაცხადა გივი გიუტაშვილმა.