მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, საახალწლო ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ მცხეთის საახალწლო ილუმინაციებითა და სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე, საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისა და შეუფერხებლად ჩატარებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხები.

გივი გიუტაშვილმა კომისიის წევრებს შესაბამისი დავალებები მისცა და სამუშაოების შეთანხმებულად, კოორდინირებულად და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საახალწლო ღონისძიების სათანადოდ დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახურის მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოგა თალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე ესწრებოდნენ.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018