მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიისა და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის აკადემიურ ნიჩბოსნობაში 2012-2013 წლებში დაბადებული სპორტსმენების სამატჩო შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიკავეს ნიჩბოსნებმა:
კატეგორია - 1X (ერთადგილიანი ნავი):
I – გიორგი ხარშილაძე;
II – ტერ ბარსეგიან არეკ;
III – ლაზარე ფიცხელაური.
კატეგორია - 2X (წყვილები):
I – გიორგი ხარშილაძე და ლაზარე ფიცხელაური;
II – ტერ ბარსეგიან არეკ და ტატიან არენ;
III – სანდრო არეშიძე და ნიკოლოზ ლაბაური;
შეჯიბრის პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ორგანიზებით და ა(ა)იპ გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.