მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის მეორედ კორექტირებული ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც ამხანაგობა ,,აქოლისის" მიერ მომზადდა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ელოშვილი, მცხეთის მერის მოადგილეები: გოჩა ქავთარაძე და გოგა თალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.