მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ მცხეთაში უცნობის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბენდმა „უცნობმა საქართველომ“, გიგა პაპასკირმა, გიორგი კორძაძემ, თინუკა კანდელაკმა, რეზო და ბავშვებმა, პანჩომ, კაბუმ და გია ნიკოლაძემ.
კონცერტზე შესრულდა მსმენელებისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერების ახალი ვერსიები.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და მერის მოადგილე გოგა თალაშვილი ესწრებოდნენ.