მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


"ჩემი პირველი ნერგი"

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გივი გიუტაშვილი, მოადგილე გოგა თალაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილთან ერთად, პროგრამა "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, ქალაქ მცხეთაში გამწვანების ღონისძიებას დაესწრო.

პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 551-მა პირველკლასელმა მუნიციპალიტეტის სპეციფიკის მიხედვით შერჩეული ნერგები დარგეს.

გივი გიუტაშვილის განცხადებით, პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნების სიყვარულის ჩამოყალიბებას, ასევე გუნდური მუშაობის დანერგვასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი იღებს მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018