მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სკვერისა და სპორტული მოედნის დასრულებული პროექტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხეილ ბუჯიაშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მცხეთაში სკვერისა და სპორტული მოედნის დასრულებული პროექტები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მცხეთაში, სადგურის დასახლებაში, წერეთლის ქუჩაზე არსებულ სკვერში მოეწყო ბორდიულები და ბილიკები, ბალახის ხელოვნური საფარი შეიცვალა ბუნებრივი საფარით. ასევე, განახლდა საბავშვო  და დასასვენებელი სივრცეები. 

რეაბილიტაცია აგრეთვე ჩაუტარდა სკვერის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს, სადაც განახლდა დაზიანებული ხელოვნური საფარი, ამორტიზებული მავთულბადეები, კალათბურთის ფარები და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.

პროექტები კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018