მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს დეპუტატთან, გელა ბაქრაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ტატიშვილების უბანში საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოეწყო ცხაურები, განხორციელდა მიმდებარე ჩიხების გზის რეაბილიტაცია და მოწესრიგდა მოსახლეობის სახლებამდე მისასვლელი მონაკვეთები. მე-7 და მე-10 ქუჩებზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 1 722 200 ლარს აღემატება.