მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერით, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, საგზატკეცილო ველოსპორტში რეგიონის ღია ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით ველომრბოლელებს შორის შეჯიბრი ინდივიდუალურ და ჯგუფურ რბოლაში ჩატარდა.
ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვება მოიპოვეს:
2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის, 5-კილომეტრიანი მანძილი - ნიკა ჯაფარიძე (თბილისი);
2009-2011 წლებში დაბადებულ გოგოებს შორის, 5-კილომეტრიანი მანძილი - თაკო მერაბიშვილი (მცხეთა);
ბიჭებს შორის 6-კილომეტრიან აღმართზე ჯგუფურ რბოლაში გამარჯვებულები გახდნენ:
ნიკა ჯაფარიძე (თბილისი);
გიორგი ბეგაშვილი (მცხეთა);
თორნიკე კიკნაძე (თბილისი);
ანდრია ირემაშვილი (მცხეთა);
თემური ბექაური (მცხეთა);
გოგოებს შორის 6-კილომეტრიან აღმართზე ჯგუფურ რბოლაში გამარჯვებულები გახდნენ:
თაკო მერაბიშვილი (მცხეთა);
ბარბარე გამრეკელაშვილი (ზესტაფონი);
ნატალი ქირია (მცხეთა);
მარიამ შერმადინი (მცხეთა);
ნინი ინაშვილი (მცხეთა);
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და გამარჯვებულ ველომრბოლელებს საჩუქრები გადასცეს მცხეთა - მთიანეთის ოლიმპიური ორგანიზაციის პრეზიდენტმა, თამაზ გრძელიშვილმა, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის დირექტორმა, ივანე რთველიაშვილმა და ვეტერანმა ველომრბოლელებმა - თამაზ კიკნაძემ და მაქსიმ ლოპატიუკმა.