მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სპორტული მოედნის დასრულებული სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხეილ ბუჯიაშვილთან ერთად, მცხეთაში სპორტული მოედნის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სივრცე შემოიღობა მავთულბადით, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის კარები, დამონტაჟდა სპორტული მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018