მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში კორპუსების რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხეილ ბუჯიაშვილთან, ერთად მცხეთაში კორპუსების რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.  

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ მცხეთაში, მტკვრის ქუჩა N2-სა და N4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს. შეიღება გარე ფასადები, განახლდა სადარბაზოები და დამონტაჟდა რკინის კარები, ასევე შეკეთდა კორპუსების სახურავები.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 000 ლარზე მეტით დაფინანსდა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018