მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა მერიის სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დასრულების ვადებს, სადღესასწაულო ღონისძიებებსა და საორგანიზაციო საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მერიის სამსახურების მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას საჭიროებს.