მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტული ოლიმპიადა 2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის თამაშები მიმდინარეობს.

მუნიციპალურ ეტაპზე შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებს შორის 7 სპორტულ სახეობაში იმართება. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ.

შეჯიბრება უკვე დასრულდა მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში. გამარჯვებულები ორგანიზატორებისგან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა  საქართველოს ყველა რეგიონში ყოველწლიურად იმართება და მოიცავს მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებსა და დასკვნითი თამაშების ეტაპებს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018