მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფრეზეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი კვახაძესთან  და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელ ლევან კუდუხაშვილთან  ერთად, ფრეზეთში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სოფელ ფრეზეთში უკვე მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის პირველი ფენა დაიგო 740 მეტრი სიგრძის გზაზე. ასევე მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები.

ასფალტის დაგების მიზნით, შიდა სასოფლო გზის საფუძველი მოეწყო ახალდაბაშიც, სადაც კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები უახლოეს დღეებში განხორციელდება.

ფრეზეთსა და ახალდაბაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 740 500 ლარი. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018