მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალდაბასა და ფრეზეთში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან ერთად, ახალდაბასა და ფრეზეთში საავტომობილო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში ახალდაბის ორი უბნის შიდა გზაზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას. აგრეთვე, მოეწყო ხევზე სანიაღვრე გადასასვლელი და გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაგეგმილია 90 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირის მშენებლობა.საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 740 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე გრძელდება ფრეზეთშიც.პროექტის ფარგლებში ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო 300 არაგველის ქუჩაზე, ხოლო ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.პროექტები ორივე დასახლებაში ითვალისწინებს მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთების მოწესრიგებას.ფრეზეთსა და ახალდაბაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 740 500 ლარი.მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი კვახაძემ, მოადგილე გიორგი ჯიქიამ და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი კუპრაშვილმა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018