მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჩემპიონატი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დასრულდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჩემპიონატი 2011-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.

სოფელ მუხრანში გამართულ ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრასა და დაჯილდოების ცერემონიას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი გიუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი კვახაძესთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან თამაზ გრძელიშვილთან ერთად დაესწრო.

ჩემპიონატის ფინალში მოასპარეზე ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდებიდან გამარჯვებული ძეგვის გუნდი “ციხედიდი” გახდა. მეორე ადგილზე გავიდა მუხრანის გუნდი “ბური”, ხოლო მესამე ადგილი კლუბმა “ნატახტარმა” დაიკავა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018