მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადაეცათ
11 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობისათვის მერიის მიერ შეძენილი სპორტული ფორმები გადასცა საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორ ელენე ზურაბიშვილთან ერთად. მცხეთის მუნიციპალიტეტში საკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი 8 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. აპრილში კი ,,მხიარული სტარტები“ გაგრძელდება
12 მარტი | 2019