მისაქციელში შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ მისაქციელში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის (I და II მონაკვეთი) სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო თანხა 759975,89 ლარს შეადგენს. გზების მოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან და აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.
12 ივნისი | 2023