მერმა მცხეთაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, საკალათბურთო ღია მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალი +“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული მოედნის გვერდით ასევე მოეწყობა სატრენაჟორო კუთხე.
16 დეკემბერი | 2021