მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
დღეს, გიორგობის დღესასწაულთან   დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ქსნის წმინდა გიორგის სახელობის  ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას  დაესწრო და მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დიმიტრი ზურაბიშვილმა , მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად ასევე მოილოცა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი:-“გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება საქართველოში. წმინდა გიორგი საქართველოს სიმბოლოა და სწორედ ამიტომ არ არსებობს კუთხე ჩვენს ქვეყანაში, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს. წმინდა გიორგი თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით ნამდვილად ჰგავს "ქართლის ცხოვრებას". ეს წმინდანი თავისი მებრძოლი ხასიათით ყველა ქართველშია და სწორედ ამიტომ ჰგავს ქართულ შეუპოვარ სულს.ვულოცავ ყველა გეორგიანელს დღევანდელ  დღეს! ფარავდეს წმინდა გიორგი ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს!"
23 ნოემბერი | 2021
მცხეთაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
მცხეთაში გარე განათებების, ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს. თბილისიდან მცხეთაში შემოსასვლელი ხიდის მიმდებარედ, ახალი ლედ სანათების დამონტაჟება და ბაზალტის ბორდიურების მოწყობა განხორციელდა.პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების  ხის ღობეების დაზიანებული ნაწილები შეიცვლა ახლით, ასევე განხორციელდა  რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა მოაჯირისთვის. მცხეთის ცენტრში,  კეთილმოეწყო გზისპირა კედლები დეკორატიული ფილებით ,  დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და  ლედ სანათები. დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლასთან, შადრევანთა, სკვერთან,  მუზეუმის შენობის წინ, ასევე პირველი საჯარო სკოლის წინ დამონტაჯდა რკინის მოაჯირები,  მიმდინარეობს  ტროტუარების საფარის კეთილმოწყობა .
12 ნოემბერი | 2021
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018