მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მზის პანელების სისტემა ზემო ნიჩბისში
 საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბრელი და ენერგეტიკის სექტორის მრჩეველი ნიკოლოზ ოყრეშიძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალობის შემსრულებელ მანანა ნარიმანიძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და USAID ენერგეტიკის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ზემო ნიჩბისის ზეუბნის დასახლებას ეწვივნენ , სადაც დამონტაჟდა მზის პანელის სისტემები. სტუმრებმა თავად მოინახულეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც უკვე მუდმივად მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეაფასეს მათი გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები
6 ოქტომბერი | 2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრანის და სოფ. პატარა ქანდის საკანალიზაციო სისტემის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
2020 წლის 15 ოქტომბერს 15:00 საათზე დაგეგმილია შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრანის და სოფ. პატარა ქანდის საკანალიზაციო სისტემის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე
2 ოქტომბერი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018