მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პრევენციული ღონისძიებები მცხეთის მუნიციპალიტეტში
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში. ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებები და სამარშუტო ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება.მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშუტო ტრანსპორტის მფლობელებს, რომელიც სოფლებიდან მცხეთის ან თბილისის მიმართულებით გადაადგილდება და პირიქით,  ვალდებულნი არიან ყოველდღიურად დაამუშაონ სპეციალური სადიზენფექციო საშუალებებით. სადეზინფექციო სამუშაოებს ლიცენზირებული კომპანია ახორციელებს.ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას კონტროლს ადგილობრივი საპატრულო სამსახურები გაუწევენ.
13 მარტი | 2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, შექმნილია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის ხელმძღვანელობით. შექმნილი ვითარების  გათვალისწინებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გადადის სპეციალურ რეჟიმზე, სადაც მოქალაქეთა მომსახურება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ და დისტანციურ რეჟიმში.შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა ხალხმრავალიღონისძიებები
13 მარტი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018