მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნახევარფინალური თამაშები მინი ფეხბურთში
მცხეთის მუნიციპალიტეტში, 2 ივლისიდან, სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს მინი ფეხბურთში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას.16 ივლისს დასრულდა აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალური თამაშები და ფინალისტების გამოვლინდნენ:,,არმაზი“- ,,სადგური - 4:3,,მცხეთა“- ,, ძეგვი“- 3:222 ივლისს, 19:00 საათზე, მცხეთაში, სადგურის უბნის მინი სპორტულ მოედანზე, გამარჯვებულ გუნდებს შორის ფინალური თამაში გაიმართება, სადაც მერაბ ხუცურაულის თასის მფლობელი გამოვლინდება.შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ტურნირიზე, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, თამაშდება მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდები, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი
20 ივლისი | 2022
საქართველოში ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკა დაინერგება
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას, გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძეს, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვას და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს დავით ალადაშვილს უმასპინძლა. შეხვედრაზე, სატყეო რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრეს. იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საქმიანი ეზო ამოქმედდება და ხე-ტყის დამზადების გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება.
18 ივლისი | 2022
ქსანში ახალი სკვერი მოეწყო
მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქსანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატური, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა კომფორტული მოსასვენებელი სკამები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.  დამონტაჟდა ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო. სამშენებლო სამუშაოები, მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,სტარტ+“ განახორციელა
15 ივლისი | 2022
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს სოფელ  წილკანში, აღდგომლიანთკარში, ნატახტარში, ახალუბანში, მისაქციელში. გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განხორციელდა სოფლებში : წინამძღვრიანთკარში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გზა, ნიჩბისში,  ლისში, ძალისში,  წეროვანში,  წიწამურში, მისაქციელში, აღდგომლიანთკარში, წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში  გზების რეაბილიტაცია,  წილკანში, ქ. მცხეთაში, მცხეთა- არმაზის დასახლებაში, მუხათგვერდში, ძეგვში, ციხისძირში, ქსოვრისში, მუხრანში, წილკან - წეროვანში დევნილთა ჩასახლებების დამაკავშირებელი გზა.
15 ივლისი | 2022
2022 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა
პროგრამას დაემატა ახალი მომსახურება -  შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 150000 სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობით. გაიზარდა სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთა დაფინანსება - თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალეზის პროგრამაში ჩართული პირების ყოველთვიური ფინანსერი დახმარება გახდა 100 ლარი. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 და/ან 200 ლარით. პროგრამას დაემატა ახალი მუხლები :18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული ) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება გახდა 2500 ლარი , ხოლო სრულად განადგურების შემთხვევაში 7500 ლარი. (თუ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წევრის განზრახ ბრალით, კომისიის გადაწყვეტილებით პირს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე)ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა - 9 მაისი დღესასწაულთან დაკავშირებით , ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 500 ლარის ოდენობით.  ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, გაიცემა ვეტერანებზე რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი - ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ აღარ იქნება 50 % შეზღუდვა იმ შემთხვევებზე, როდესაც არავის მიერ არ ხდება დაფინანსება და მხოლოდ მუნიციპალიტეტის და ბენეფიციარის მიერ ხდება მომსახურების გაწევა.
13 ივლისი | 2022
საჯარო განხილვა
2022 წლის 29 ივლისს, 15:00 სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღის შენობაში, შპს „თუში ქოლექშენის“ ლოჯისტიკური საოფისე ცენტრისა და სასაწყობე მეურნეობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.გაცნობებთ, რომ შპს „თუში ქოლექშნის“ მიერ, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოჯისტიკური საოფისე ცენტრისა და სასაწყობე მეურნეობის (ურბანული განვითარების პროექტი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 
8 ივლისი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018