მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ჯიღაურაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ჯიღაურაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსასვენებელი სკვერის კეთილმოწყობა. ბილიკებზე დეკორატიული ფილები იგება და ეწყობა ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით. დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები, ატრაქციონებთან ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დაიგება კაუჩუკის ფილები, ტერიტორია შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით. სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და შპს ,,მშენკომპლექსი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, ასევე ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში გაატაროს.
8 ივლისი | 2022
Story - სივრცე დაუვიწყარი memory - სთვის
Story - სივრცე დაუვიწყარი memory - სთვის21 ივნისს, საგურამოს ცენტრალურ სკვერში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის" ორგანიზებით საზოგადოებრივი სივრცე “story” გაიხსნა. შაბათს, 9 ივლისს, 16:00 ზე, საგურამოში, ჯადოსნურ სივრცე სთორიში, მოეწყობა კრაფტის კუთხე, სადაც ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ატრიბუტისგან: საწრუპებისგან, მუყაოს ქაღალდებისგან, ფერადი ფურცლებისგან და ა. შ., შექმნან სხვადასხვა გამოყენებადი/ კრეატიული ნივთები, რაშიც მათ სპეციალურად მოწვეული კრაფტ არტისტები დაეხმარებიან.მსგავსი აქტივობები ბავშვს ეხმარება როგორც მოტორიკის, ასევე ფანტაზიის განვითარება/გავარჯიშებაში. გარდა ამისა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი  პროგრამაც, სადაც პატარებს წამყვანი ანიმატორი შესთავაზებს სხვადასხვა მხიარულ და სახალისო თამაშს. (პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათი). ღონისძიება იქნება მხიარული, შემოქმედებითი, შემეცნებითი და სანახაობრივი; გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან ყველაზე კრეატიული პატარა კრაფტ ოსტატები (ბარი Story-ის ვაუჩერებით) . მოიყვანეთ ბავშვები და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი Memory. მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში თქვენ გელოდებათ სხვადასხვა ღონისძიება:ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით ღია კინო ჩვენებები story მონიტორზე.პარასკევი/შაბათი/კვირა - ცოცხალი მუსიკის საღამოები. ყოველდღე თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში (მონოპოლია, ბიზნესი, ნარდი და სხვა). Story სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ story ბარს, დააგემოვნოთ სხვადასხვა გემრიელობა და კიდევ უფრო მეტად აიმაღლოთ განწყობა
8 ივლისი | 2022
მცხეთის მერიასა და შატო მუხრანს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს „შატო მუხრანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და შატო მუხრანის მთავარ აღმასრულებელმა ოფიცერმა (ინვესტორმა) პატრიკ ფონეფმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელ მუხრანში, ინვესტორის მიერ აშენდება და კეთილმოეწყობა სპორტული მოედნები, დასასვენებელი სკვერები, ასევე კეთილმოეწყობა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები და განხორციელდება სოფელ მუხრანის ცენტრის რეაბილიტაცია. ინვესტორს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვს საინვესტიციო პროექტების გაფართოება. ზემოაღნიშნული პროექტები კი ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას. ხელმოწერის ცერემონიას მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და წევრები ესწრებოდნენ.
7 ივლისი | 2022
სპორტის მინისტრმა ნიჩბოსნობის აკადემიას ახალი აღჭურვილობა გადასცა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს უმასპინძლა. თეა წულუკიანმა საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცა. ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი. კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო. ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს, როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ ტურნირებზე. სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა 2021 წელს სპორტის მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.
7 ივლისი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018