მზის პანელების სისტემა ზემო ნიჩბისში
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბრელი და ენერგეტიკის სექტორის მრჩეველი ნიკოლოზ ოყრეშიძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალობის შემსრულებელ მანანა ნარიმანიძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და USAID ენერგეტიკის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ზემო ნიჩბისის ზეუბნის დასახლებას ეწვივნენ , სადაც დამონტაჟდა მზის პანელის სისტემები. სტუმრებმა თავად მოინახულეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც უკვე მუდმივად მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეაფასეს მათი გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები
6 ოქტომბერი | 2020