მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალუბანში სპორტული მოედანი აშენდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ახალი სპორტული მოედანი აშენდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ კალათბურთისა და ფრენბურთის თამაშის დროს.მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებლო 113 881 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,საფეხბურთო კლუბი ერთობა“ ასრულებდა.ახალი სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ლისში, ჩარდახში, მსხალდიდში, ქსანში, ციხისძირში შენდება. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ასევე, წეროვნის ინსტიტუტის დასახლებაში, ნატახტარსა და გალავანში დასრულდა არსებული სპორტული მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ ხელისუფლება მომდევნო წლების ბიუჯეტშიც სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხებს კვლავ გაითვალისწინებს.
17 დეკემბერი | 2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით ხუთეულშია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შემაჯამებელი ანგარიშის შედეგად გამოავლინა ყველაზე ანგარიშვალდებული და ღია საჯარო დაწესებულება- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით ხუთეულშია.მცხეთის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და  ჯეროვნად ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას
15 დეკემბერი | 2020
N6 საბავშვო ბაღში (არმაზი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა N6 საბავშვო ბაღში (არმაზი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.საბავშვო ბაღში, შიდა პერიმეტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სადაც მოეწყობა სააღმზრდელო ოთახები,საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები.ეზოში სათამაშო კუთხისა და შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა. მოეწყო საბავშო კუთხე, სადაც გაკეთდა ბორდიურები, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბეტონის გარკვეულ მონაკვეთზე დაიგო კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონები.
15 დეკემბერი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018