მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
494854321sveticxoveli1jh11ჯვარი12totildedata monasterisaguramotyeyძალისიshiomgvimepotobebris cixelevana3mtskheta center
სიახლეები
28 იანვარი | 2026
შეხვედრა ქალაქ მცხეთის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებზე
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი  საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელსა და კომპანია ,,ბლექ სი გრუპის” ხელმძღვანელობას შეხვდა.შეხვედრაზე ქალაქ მცხეთის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები განიხილეს.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მცხეთის საავტომობილო გზის პრობლემური ადგილები დაათვალიერეს და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოებისთვის საჭირო დეტალები დააზუსტეს.პროექტი მცხეთაში, ნარეკვავიდან ფარნავაზის მოედნამდე, ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში  განახორციელებს. ადგილზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკა გვენეტაძე, კომპანია ,,ბლექ სი გრუპის” გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე და  მერის წარმომადგენელი ქალაქ მცხეთაში, ილია ჯიშკარიანი.
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018