მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით, დაახლოებით 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.პროექტის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი,  საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სატრანსპორტო ნაკადისთვის.სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მცხეთაში დასავლეთიდან - ნარეკვავის მხრიდან შემოსასვლელი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, დაახლოებით 15 დღის განმავლობაში დაიკეტება.
22 აპრილი | 2026
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტურნირი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, გალავნის საკალათბურთო დარბაზში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტურნირი გაიმართა „მხიარულ სტარტებში”. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის, თიანეთის და ახალგორის საჯარო სკოლის გუნდებმა. I ადგილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა და ზონალურ ეტაპზე გადავიდა. II ადგილი - ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვნის #3 საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი წილკნის საჯარო სკოლამ დაიკავა. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცათ თასი და დიპლომები. რეგიონულ ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოგა თალაშვილი, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, თინათინ ხუნდაძე, მერიისა და სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2 აპრილი | 2026
სამუშაო შეხვედრა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა და მერის მოადგილეებმა - გიორგი მძევაშვილმა და გოგა თალაშვილმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების ეტაპები, ხედვა, მიდგომები, მომზადების ვადები, ძირითადი მიზნები და ამოცანები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის აუცილებლობაზე.
31 მარტი | 2026
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018