რეკრეაციული სივრცე
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სოფელ წოდორეთში რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა საბავშვო გასართობი მოედანი - ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები, დაირგო ხე-მცენარეები, სკვერი შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 70 338 ლარს შეადგენს.
2 ივნისი | 2025