მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით შეადგენს 52,2 ათას მაცხოვრებელს, მ.შ.
26,7 ათასი ქალი და 25.9 ათასი კაცი.
მუნიციპალიტეტში შედის ერთი ქალაქი(მცხეთა) და 63 დასახლებული პუნქტი.
ქალაქი მცხეთა მუნიციპალური ცენტრია და მისი მოსახლეობა 7478 მაცხოვრებელია, ანუ
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 14.3 %. მუნიციპალიტეტში 9900 იძულებით
გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დიდი სოფლებია წეროვანი (8,2 ათასი) და მუხრანი (6,2
ათასი).
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: არაშენდა, აღდგომლიანთკარი, ახალდაბა, ახალი ნიჩბისი, ახალსოფელი, ახალუბანი, ბევრეთი, ბიწმენდი, ბურიანი, გალავანი, გოროვანი, ერედა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ზაქარო, ზემო ნიჩბისი, თეზამი, კარსანი, კევლიანი, კოტორაანთკარი, ლამი, ლელობი, ლელუბანი, ლისი, მამკოდა, მისაქციელი, მსხალდიდი, მუხათგვერდი, მუხათწყარო, მუხრანი, მშრალხევი, ნავდარაანთკარი, ნავაზი, ნატახტარი, პატარა ქანდა, საგურამო, სათოვლე, სასხორი, სხალტბა, ტაბარუკი, უფურუთი, ფრეზეთი, ქვემო ლისი, ქვემო ნიჩბისი, ქსანი, ქსოვრისი, შანკევანი, ჩარდახი, ციხისძირი, ცხვარიჭამია, ძალანთხევი, ძალისი, ძეგვი, ძველი ქანდა, წეროვანი, წილკანი, წინამძღვიანთკარი, წიწამური, წოდორეთი, ჭილაანთკარი, ხეკორძი, ჯიღაურა.