
22 სექტემბერი | 2025
ღვთისმშობლობის დღესასწაული წილკანში
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ღვთისმშობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა. წილკნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ აღავლინა.