--- >რუქა <---
ძირითადი მონაცემები | |
სირთულე | მარტივი |
მარშრუტის სიგრძე | 10 კმ (ორივე გზა) |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 3სთ |
მარშრუტის ტიპი | ცალმხრივი |
მარშრუტის სეზონურობა | რეკომენდებულია ივნისი-ოქტომბერი |
ასვლა/დაშვება მარშრუტზე | 331/328 მ. |
მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დ. | 530/840 მ. |
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იწყება სოფ აღაიანში, თბილისი-გორის შემაერთებელ ძველ მაგისტრალზე. სასაფლაოს მახლობლად ასფალტირებული გზიდან აუხვევთ სამანქანო გრუნტის გზაზე და ფართო სერპანტინით ახვალთ წმ. ნინოს დარბაზულ ეკლესიამდე. აქედან იშლება ხედები
მტკვრის და ქსნის ხეობებზე და მუხრანის დაბლობზე. ეკლესიასთან სამანქანო გზა დასრულდება, თუმცა სწორი ბალახოვანი ქედი და ფერდობი იძლევა მაღალი გამავლობის მანქანით და ველოსიპედით გადაადგილების შესაძლებლობასაც. ეკლესიიდან ქედის თხემს გაუყვებით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ჩაივლით ბალახოვან ფერდს და გახვალთ ღვთისმშობლის ეკლესიასთან, რომლის გარშემოც სასაფლაოა. აქედან დაეშვებით დაღმა და მალევე შეხვალთ სოფ. ციხისძირში, სადაც მარშრუტი დასრულდება.
რეკომენდაციები
მარშრუტის უდიდესი ნაწილი საავტომობილო გრუნტის გზას მოიცავს, თუმცა მასზე შესაძლებელია ჩვენი რელიგიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილის და მასზე აგებული ეკლესიის მონახულება, ამიტომ ვაძლევთ საფეხმავლო მარშრუტის რეკომენდაციას. შესაძლებელია მისი რეკომენდება საველოსიპედო მარშრუტად (თბილისიდან ან ძეგლის მიმდებარე სოფლებიდან).
მნიშვნელოვანი ადგილები
თხოთის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია
ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის
სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესია დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. იქამდე იგი, მცირე ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ყოფილა.
X: 44.53403 Y: 41.89637 Z: 790