მცხეთა-არმაზის ციხე
--->რუქა<---
ძირითადი მონაცემები | |
სირთულე | მარტივი |
მარშრუტის სიგრძე | 4 კმ (ორივე გზა) |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 1სთ 30წთ (ორივე გზა) |
მარშრუტის ტიპი | ცალმხრივი |
მარშრუტის სეზონურობა | რეკომენდებულია ივნისი-ოქტომბერი |
ასვლა/დაშვება მარშრუტზე | 150/337 მ. |
მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დ. | 470/745 მ. |
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იწყება მცხეთის გასასვლელთან, სადაც დგას ტრაფარეტი „არმაზის ციხის“ აღნიშვნით. გადახვალთ რკინიგზას და სამანქანო გზაზე 300-ოდე მეტრის გავლის შემდეგ საცალფეხო ბილიკით შეხვალთ ტყეში. ბილიკი აგიყვანთ სამანქანო გრუნტის გზაზე (ისიც ხსენებულ ტრაფარეტთან იწყება,ანუ მონასტრამდე მანქანით მისვლა შესაძლებელია) და მცირე ხანში მიადგებით არმაზის მონასტერს, რომელიც ახლახანს აღადგინეს და მოქმედია. მონასტრიდან ჩახვალთ მდ. არმაზისხევზე, მას მიუყვება კარგად გამოკვეთილი ბილიკი, რომელიც არმაზის ციხეზე აგიყვანთ. გზად შეგხვდებათ წყარო, მის მახლობლად შესაძლებელია საკარვე ბანაკის მოწყობა. უკან დაბრუნება შეიძლება იმავე გზით. ან შესაძლებელია, ხევის გასწვრივ მიმავალ ბილიკს ჩაჰყვეთ ბოლომდე, გადაკვეთოთ ლიანდაგი და გახვიდეთ სამანქანო გზაზე სოფ. არმაზში – ეს „არაოფიციალური“ ბილიკი ბევრად უფრო პოპულარულია არმაზის მომნახულებელთა შორის.
რეკომენდაციები
რეკომენდებულია მარკირება ტურისტულ საფეხმავლო მარშრუტად. მასზე გვხვდება მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, ხედები და საბანაკე-საპიკნიკე ადგილები. უკვე პოპულარული და ვიზიტორების სიმრავლით გამორჩეული ადგილია.
მნიშვნელოვანი ადგილები
მცხეთა-ძეგვის გზატკეცილი
მარშრუტი იწყება მცხეთის გასასვლელთან,
ზღვის დონიდან 485 მ-სიმაღლეზე მდებარე გადასახვევთან, სადაც დგას ტრაფარეტი „არმაზის ციხის“ აღნიშვნით.
X: 44.67440 Y: 41.83810 Z: 484
პატარა ჩანჩქერი
ჩანჩქერი მომცრო ზომისაა და მდბარეობს მდ. არმაზისხევზე, ზღვის დონიდან 513 მ-ზე.
X: 44.67985 Y: 41.83532 Z: 513
ღვთისმშობლის ეკლესია
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კილომეტრში, მდინარე არმაზისხევის ხეობაში, ზღვის დონიდან 550 მ-ზე. აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში..
X: 44.68033 Y: 41.83300 Z: 550
არმაზის ციხე
არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში -
დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით.
X: 44.67905 Y: 41.82663 Z: 725
პანორამული ხედი
პანორამული გადასახედი გვხვდება ციხისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე. საიდანაც, სხვა ხედებთან ერთად მოსჩანს საბა განწმენდილის სახელობის ტაძარი.
X: 44.68333 Y: 41.83555 Z: 600
ქ. მცხეთა
ქალაქი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს მდინარეების მტკვრისა
და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის— სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
X: 44.69012 Y: 41.83875 Z: 480
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქსნის და შიომღვიმის საფეხმავლო მარშრუტები
ძირითადი მონაცემები | |
სირთულე | საშუალო |
მარშრუტის სიგრძე | 10 კმ |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 6 სთ 30 წთ |
მარშრუტის ტიპი | გამჭოლი |
მარშრუტის სეზონურობა | რეკომენდებულია ივნისი-ოქტომბერი |
ასვლა/დაშვება მარშრუტზე | 500/730 მ. |
მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დ. | 535/940 მ. |
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იწყება სოფ. ქსანში, საიდანაც ქსნის ციხემდე ადის ოდესღაც ასფალტირებული სამანქანო გზა, რომლის ერთი ნაწილი ჩანგრეულია, რის გამოც აქ მანქანა ვერ ამოდის და გზასაც ნაწილობრივ მცენარეულობა აქვს მოდებული. ციხიდან გზის გაგრძელება მოგიწევთ ცუდად გამოკვეთილი ბილიკის საშუალებით აჰვეთ ციცაბო აღმართს, საიდანაც მოხვდებით ნაშალ ნიადაგზე და მიადგებით წმ. გიორგის მცირე დარბაზულ ეკლესიას. ბილიკზე დასადგომად მოგიწევთ ეკლესიის ღობის ბეტონის საძირკველზე გადაძრომა. აქედან ბილიკი ერთხანს ტყეში მიდის და მიუყვება სარკინეთის ქედს. გრუნტის გზა უხვევს მარჯვნივ და გადის ტყიდან, დაახლოებით 300-იოდე მეტრში დაინახავთ ფლატეზე ჩასასვლელს, საიდანაც ბილიკი ტყისპირს მიუყვება. შემდეგ, მარცხნივ მიმავალი სამანქანო გრუნტის გზით შეგიძლიათ მოხვდეთ სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესიასთან, ხოლო მარჯვნივ პანორამული გადასახედია, საიდანაც მოსჩანს შიომღვიმის მონასტერი და მტკვრის ხეობა. გრუნტის გზა მიდის ფლატესთან, აუცილებელია ფლატედან ჩასასვლელი ბილიკი პოვნა, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჩამოსვლა. აქედან ბილიკი იკარგება, თუმცა მარშრუტის გეზი მიუყვება მომცრო ქედს, შემდეგ ჩადის ხევში რომელსაც დაღმა გავუყვებით და მივადგებით ქედზე აღმართულ რკინის ჯვარს. ავალთ ქედზე რკინის ჯვართან, დავეშვებით, გავივლით ნიადაგში გაჭრილ მცირე გვირაბს (20-30 მ.) და გავუყვებით ქედს. აქვეა შიო მღვიმელის ეკლესია, დავეშვებით ტყიან ფერდზე და გავუხვევთ მარცხნივ, საიდანაც მოვხვდებით შიომღვიმის მონასტრის შესასვლელთან, სადაც მარშრუტი დასრულდება.
მარშრუტი: შიომღვიმე - სხალტბა - სარკინეთი - ქსანი
ასვლა/დაშვება მარშრუტზე | 730/500 მ. |
მარშრუტი დაიწყება შიომღვიმის მონასტერთან, მონასტრის შესასვლელიდან მარჯვნივ ბილიკი აუყვება ტყიან ფერდს და მივა ქედზე მდგარ შიო მღვიმელის ეკლესიასთან. ამის მერე ბილიკი მიუყვება ქედს, გაივლის თიხოვან-ქვიან ნიადაგში გაჭრილ მცირე გვირაბს (20-30 მ) და ავა ქედზე აღმართულ რკინის ჯვართან. ამის მერე ბილიკი მალევე იკარგება, თუმცა მარშრუტის გეზი ჩადის ხელმარჯვნივ ხევში, ერთხანს მას აღმა მიუყვება და შემდეგ გადის მომდევნო მომცრო ქედზე. აქ ბილიკი ისევ ჩნდება, მისი პოვნა აუცილებელია, რადგან სხვანაირად ვერ მოხვდებით ფლატეს თავზე. მას შემდეგ, რაც ფლატეს თავზე მოექცევით, მარჯვნივ მიმავალი გრუნტის სამანქანო გზით შეგეძლებათ მოხვდეთ სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესიასთან, მარცხნივ კი პანორამული გადასახედია, საიდანაც მოჩანს შიომღვიმის მონასტერი და მტკვრის ხეობა. ეკლესიისკენ მიმავალი გზა ტყის პირს მიუყვება, ფლატეზე ამოსვლიდან 300-ოდე მეტრში დაინახავთ მარცხნივ ტყეში შემავალ გრუნტის გზას, რომელსაც უნდა გაჰყვეთ ქსნის ციხეზე მოსახვედრად. გზა ერთხანს ტყეში მიდი, მიუყვება სარკინეთის ქედს და მიდის წმ. გიორგის მცირე დარბაზულ ეკლესიასთან. ამის მერე ციხისკენ მიმავალ ბილიკზე დასადგომად მოგიწევთ, გადაძვრეთ ეკლესიის ღობის ბეტონის საძირკველზე და ნაშალ ნიადაგზე გაყვანილი, ცუდად გამოკვეთილი ციცაბო ბილიკით ჩახვალთ ციხესთან. ციხიდან სოფ. ქსნამდე ჩადის ოდესღაც ასფალტირებული სამანქანო გზა, რომლის ერთი ნაწილი ჩანგრეულია, რის გამოც აქ მანქანა ვერ ამოდის და გზასაც ნაწილობრივ უკვე მცენარეულობა აქვს მოდებული. მარშრუტი დასრულდება სოფ. ქსნისკენ მიმავალ ასფალტირებულ სამანქანო გზაზე.
რეკომენდაციები
რეკომენდებულია მარკირება საფეხმავლო ტურისტულ მარშრუტად. მასზე შეხვდებით მნიშვნელოვან და მრავალფეროვან კულტურულ ძეგლებს, გამორჩეულ ხედებს.მარშრუტის მარკირებისას სასურველია, გათვალისწინებული იქნეს წმ. გიორგის ეკლესიასთან ბილიკის ისე მოწყობა, რომ ტურისტს ღობის საძირკველზე გადაძრომა არ უწევდეს.
მნიშვნელოვანი ადგილები
შიომღვიმის მონასტერი
მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ-ზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო.
X: 44.64018 Y: 41.86240 Z: 700
ქსნის ციხე
ციხე დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებული 1511-14 წლებში ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძის, ბაგრატის მიერ.
X: 44.57799 Y: 41.87598 Z: 662
აღაიანის და ციხისძირის საფეხმავლო მარშრუტები
| |
სირთულე | მარტივი |
მარშრუტის სიგრძე | 10 კმ (ორივე გზა) |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 3სთ |
მარშრუტის ტიპი | ცალმხრივი |
მარშრუტის სეზონურობა | რეკომენდებულია ივნისი-ოქტომბერი |
ასვლა/დაშვება მარშრუტზე | 331/328 მ. |
მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დ. | 530/840 მ. |
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი იწყება სოფ აღაიანში, თბილისი-გორის შემაერთებელ ძველ მაგისტრალზე. სასაფლაოს მახლობლად ასფალტირებული გზიდან აუხვევთ სამანქანო გრუნტის გზაზე და ფართო სერპანტინით ახვალთ წმ. ნინოს დარბაზულ ეკლესიამდე. აქედან იშლება ხედები
მტკვრის და ქსნის ხეობებზე და მუხრანის დაბლობზე. ეკლესიასთან სამანქანო გზა დასრულდება, თუმცა სწორი ბალახოვანი ქედი და ფერდობი იძლევა მაღალი გამავლობის მანქანით და ველოსიპედით გადაადგილების შესაძლებლობასაც. ეკლესიიდან ქედის თხემს გაუყვებით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ჩაივლით ბალახოვან ფერდს და გახვალთ ღვთისმშობლის ეკლესიასთან, რომლის გარშემოც სასაფლაოა. აქედან დაეშვებით დაღმა და მალევე შეხვალთ სოფ. ციხისძირში, სადაც მარშრუტი დასრულდება.
რეკომენდაციები
მარშრუტის უდიდესი ნაწილი საავტომობილო გრუნტის გზას მოიცავს, თუმცა მასზე შესაძლებელია ჩვენი რელიგიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილის და მასზე აგებული ეკლესიის მონახულება, ამიტომ ვაძლევთ საფეხმავლო მარშრუტის რეკომენდაციას. შესაძლებელია მისი რეკომენდება საველოსიპედო მარშრუტად (თბილისიდან ან ძეგლის მიმდებარე სოფლებიდან).
მნიშვნელოვანი ადგილები
თხოთის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია
ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის
სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესია დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. იქამდე იგი, მცირე ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ყოფილა.
X: 44.53403 Y: 41.89637 Z: 790