მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პომპეუსის ხიდი / Pompey bridge

პომპეუსის ხიდი, იგივე მოგვთა ხიდი — არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში. დღეის მდგომარეობით მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. ამჟამად თითქმის მთლიანად დაფარულია წყლით.

ძვ.წ.4 საუკუნის მიწურულს მცხეთა, როგორც ქართლის სამეფოს დედაქალაქი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ის სავაჭრო გზათა შესაყარზე მდებარეობდა და შესაბამისად, მცხეთის ამ ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები — დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. 

წყაროებში, თავდაპირველად  ხიდი მოგვთა ხიდის სახელით იხსენიება, რადგან ძვ.წ 3 საუკუნეში ხიდის ყურეში დაუსახლებიათ სპარსელი მოგვები. მოგვიანებით მას პომპეუსის ხიდის სახელი დაუმკვიდრდა, რადგან ძვ.წ 65 წელს, მცხეთა და მტკვარზე გადებული ეს ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. საომარი ვითარებიდან გამომდინარე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადასულმა არტაგმა ხის ხიდი გადაწვა, შემდეგ კი თავადვე აღადგინა.

წყაროების მიხედვით ხიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში.  20 მეტრის სიგრძის ხიდი გაფართოვდა 100-120 მეტრით. ამ სახით ხიდმა 13 საუკუნეზე მეტი იარსება. 

მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ევროპელი მოგზაურების გადმოცემის მიხედვით, რომელთაც ძველ ხიდზე გაუვლიათ, აღწერენ რომ ხიდი ნახევრად ხის, ნახევრად ქვისგან იყო ნაგები. მას თან ერთვოდა საბრძოლო კოშკები.

XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად ძველი ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ის  დაანგრიეს და მის ადგილას1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი, რომელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც ქვის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამ მალიანი ხიდი.

Pompey bridge ,or The Mogvi bridge archaeological-historical monument,situated at the entrance of the city of Mtskheta.Currently it is situated  within the distance of 100 meters to the east of the bridge over the river Mtkvari .Now the bridge is fully covered with water.At the ent of the 4 -th century B.C. the city of Mtskheta ,as the capital city of Kartli kingdom became the a very important economic center.It was located at the cross road of trade roads and thus ,the main roads of Transcaucasia ,from Dariali gorge to the south border of Georgia amd from the The Black Sea to the Caspian Sea.

In historic sources the bridge is  mentioned as the Mogvi bridge,as the Mogvi people from Persia were settled herein the 3-rd century B.C.Later it was named Pompey bridge ,as in 65 A.D. Mtskheta and the bridge  over the river Mtkvari became the scene of battles between the king of Kartli Artag and Roman commander Gnaeus  Pompey.

According to the historic sources the bridge was restored in the 5-th century during the period of King Vakhtang Gorgasali reign.

20 meter long bridge was expanded to more than 120 meters and lasted more than 13 centuries.

Travelers,visiting Georgia and walking the bridge in the late 18-th and early 19-th centuries describe it as a blend of wooden and stone material added with military towers.

In the 19-th century ,with the development of heavy transportation,usage of the bridge was dangerous ,so it was distracted and in 1839- 1841 a new ,four span high arch bridge was constructed in the same place .The construction lasted for only 85 years .

In 1926 dams connected to the hydro power station were made ,that caused full coverage of the stone bridge with water and a new three span bridge was built.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018