გიორგი ოვაშვილი - კინორეჟისორი (1963 წ.14 ნოემბერი, მცხეთა, სოფ.ძეგვი)
2018 წელს მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.
გადაღებული აქვს მრავალი ფილმი, მათ შორის, ,,გაღმა ნაპირი“, ,,სიმინდის კუნძული“ , ,,ხიბულა“.
მიღებული აქვს კინოაკადემიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების პრიზი, გრან-პრი და ჯილდო.